30/01/201 375 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგეი გავრილოვი - როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად

საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯების გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
მისი თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე იქნება. მან სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს,რომლის თანახმადაც ქვეყანა მზადაა რუსებისთვის უსაფრთხოება უზრუნველყოს, ასევე, აფხაზეთში ნამყოფებზე დევნის შეწყვეტას უკავშირდება, „სერიოზული სიგნალი“ უწოდა.
მისი აზრით, ეს განცხადება აღნიშნავს იმას, რომ საქართველო იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე არ იქნება.
„როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად სრული მოცულობით, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების იუბილის წინა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის დროს ყველა გარდაცვლილს. საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“ ,- განაცხადა გავრილოვმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY