13/12/22811 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიდერლანდები მზადაა შექმნას ახალი ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გასასამართლებლად

ნიდერლანდები მზად იქნება შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რათა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ევროკავშირთან ერთად, ნიდერლანდები ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის - თქვა ვოპკე ჰოექსტრამ და დასძინა, რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე მდებარეობს ნიდერლანდებში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეს თქვა, რომ საჭირო იქნება ახალი ტრიბუნალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით, რათა ყველა დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთის შეჭრა დაუსჯელი არ დარჩება.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულის აღიარების მიუხედავად, იურიდიული ექსპერტები ამბობენ, რომ ICC-ის იურისდიქცია აგრესიაზე ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთი.
"მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის გასასამართლებლად. ამას ვერ გააკეთებს ICC", - თქვა ჰოექსტრამ.
თუმცა, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა გასულ კვირას თქვა, რომ მისი სასამართლო საუკეთესოა აგრესიის დანაშაულებებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესებისთვის, და რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოასწორონ „ხარვეზები, რომლებიც, როგორც ამბობენ, არსებობს“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,