04/12/22820 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნუგზარ წიკლაური - ძველი ძალოვანი მინისტრების და სახეების პოლიტიკურ ლიდერებად წარმოჩენა იქნება დამანგრეველი, დამღუპველი "მესიჯი"

თუ ერთხელ 87%-ით არჩეულმა ზვიად გამსახურდიამ ეს ბედი მიიღო და მისი ხვედრი იყო - სიკვდილი, ახლა უკვე მეორე პრეზიდენტი, არანაკლებ მხარდაჭერით არჩეული შეიძლება ისეთივე ვითარების მსხვერპლი გახდეს, ეს სრულიად დაუშვებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისივე თქმით, მას არ უნახავს ადამიანი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკა „ვივამედში“ მოსანახულებლად შედის და „შოკი არ აქვს იმისაგან, რაც ნახა.“
„“პუტინის პირადი პატიმარი“ - როდესაც ამ სიტყვებმა გაიჟღერა, არა მხოლოდ ჩვენ კომუნიკაციებში, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, შემთხვევითი სულაც არ არის. თუ ერთხელ 87%-ით არჩეულმა ზვიად გამსახურდიამ ეს ბედი მიიღო და მისი ხვედრი იყო - სიკვდილი, ახლა უკვე მეორე პრეზიდენტი, არანაკლებ მხარდაჭერით არჩეული შეიძლება ისეთივე ვითარების მსხვერპლი გახდეს, ეს არის სრულიად დაუშვებელი. შეიძლება ვინმეს ახლა უხარია შურისძიება, რასაც ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუ როგორ აწამებენ მას, რამდენიმე თვის წინ როგორც გადაჰყავდათ ციხიდან-ციხეში და როგორ ახდენდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ შურისძიება ჩვენთვის საუკეთესო მეგზური არასოდეს იქნება.
იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ყველა ამბობს, რომ 15 დიაგნოზი და მძიმე დასკვნები არსებობს, უცხოელი ექსპერტები საუბრობენ, რომ მისმა მდგომარეობამ კომა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს, ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ცდილობენ ამ ბოღმის და სიძულვილის კულტივაციას. როდესაც შენ მუდმივად ცდილობ შენი პოლიტიკური მომავალი სიძულვილზე დააფუძნო, ეს მერე იმ ადამიანებზეც აისახება ვინც ხმას გაძლევს. ძალიან სამწუხაროა, რომ კულტივაციის გამო ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც ალბათ გულში ამბობს, რომ მოკვდეს, ნუღარ იქნება“, - განაცხადა წიკლაურმა.
გადაცემაში ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მიმდინარე პროცესეზე, წიკლაურის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახით და ლიდერებით პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, არც ზნეობრივად და არც პრაგმატულად სწორი არ არის.
მიხეილ სააკაშვილი არავის გადაურჩევია იმის გამო, რომ მან ბათუმი ააშენა, ქვეყნის ბიუჯეტი 10-ჯერ მეტი გახდა, სიღნაღი სხვანაირი გახდა და გზები დაიგო. მიხეილ სააკაშვილი უმთავრეს პრობლემად წარმოჩინდა ის, რომ ხელისუფლებას გადამეტებული ძალა ჰქონდა და ხანდახან ამ ძალას არასათანადოდ იყენებდა. თუ 2003/2004 წლებში, როდესაც ეს პარტია ხელისუფლებაში მოვიდა ამ გადამეტებულ ძალას კიდევ ჰქონდა რაღაც გამართლება. ქურდული სამყარო და კორუფცია საშინელი მასშტაბით იყო, სახელმწიფო არ არსებობდა. სახელმწიფოს უნდა ენახებინა თავისი ძლევამოსილება, ეს წარსულს უნდა ჩაჰბარებოდა, რაღაც პერიოდში. 2010/2011 წელს, რომ კიდევ გრძელდებოდა ძალმოსილების გამოსხივება, მგონია, რომ ეს იყო ძირითადი პრობლემა.
ახლა ძველი ძალოვანი მინისტრების, სახეების პოლიტიკურ ლიდერებად წარმოჩენა იქნება დამანგრეველი, დამღუპველი მესიჯი ჩვენი საზოგადოებისთვის. შეუძლებელია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვას, რომ მე ვბრუნდები ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი. ამის გაკეთება დამარცხების ფორმულაა, არც ზნეობრივად და არც პრაგმატულად სწორი არ მგონია. თუ ჩვენ სტატიკურები ვიქნებით და ვიფიქრებთ, რომ ის უნდა აღდგეს, მაშინ ეს ნიშნავს რევანშის აღდგენას. ეს უბრალოდ შეუძლებელია, ეს არც ჩემთვის, არც ჩემი ოჯახისთვის, არც ჩემი ქვეყნისთვის და არც როგორც პოლიტიკოსს არ მინდა“, - განაცხადა წიკლაურმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,