04/12/22705 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ევროპის რევერანსებით, ფლირტით, მივიღეთ ეს საშინელი ომი - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის თქმით, უკრაინაში ომის ფონზე ის საქართველოში უფრო მშვიდად გრძნობს თავს, ვიდრე ევროპაში.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას მორიგი ანტიევროპული გზავნილები გაავრცელა და უკრაინაში ომი დასავლეთს ღიად დააბრალა. მისი თქმით, ევროპა ფულს რუსეთში შოულობს, ამ ფულით კი უკრაინას იარაღს აწვდის, რათა ომი მათს ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.
"სადამდე გაგრძელდება ეს ომი? ალბათ, აღარც რუსეთს შეეკითხებიან და აღარც უკრაინას. იმდენი ხანი გაგრძელდება, რომ რუსეთი დაუძლურდეს, ეკონომიკურად უძლურებაში წავიდეს. ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა, ახლაც რაღაც პროგრამაზე ვიყავი წასული აშშ-ში და მინდა გითხრათ, აშშ-ში ომი საერთოდ არ იგრძნობა. ევროპაშიც რამდენჯერმე ვიყავი წელს და მინდა გითხრათ, საქართველოში ბევრად მშვიდად ვარ ომის თვალსაზრისით, ვიდრე ევროპაში. ევროპაში ხომ ყველაფერი დალაგებულია, ევროპამ ხომ თვითონ გააკეთა ისე, თავისი რევერანსებით, თავისი ფლირტით, რომ მივიღეთ ეს ომი, ეს საშინელი ომი... ფულს რატომ იხდიან, იარაღს რატომ აწვდიან, იმიტომ რომ ომი არ გადავიდეს იქით. რუსეთის ფულს შოულობს ომის დროს და ასევე შეკვეთებს სახვა ქვეყნებიც იღებენ. რა იქნება ომის შემდეგ? იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ ისევ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და თუ ჩახვალთ ბერლინში დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ აღმოსავლეთ ბერლინს, ნახავდით, რომ ერთი დაბალ ამერიკას ჰგავდა და მეორე ან პეკინის გამზირი გეგონებოდა, ან კიევში გეგონებოდა თავი ისეთი იყო", - თქვა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა უკრაინის მიმართ დასავლეთის დახმარებაზე და თქვა, რომ მილიარდობით დახმარებით ისვე უკრაინა ზიანდება:
"ამ ომის დროს უკრაინაში უდიდესი ტრაგედიაა, რუსეთი თავისთავად ტრაგედიაშია, იმიტომ რომ იმდენი მიწა აქვს და კიდევ მიწებისთვის იბრძვის. საბოლოო ჯამში, ღმერთმა რომ გაიყვანოს ისინი და უთხრას რა გინდა რისთვის აკეთებთო, ღმერთს ხომ პასუხს ვერ გასცემ, შეიძლება ჩვენ ერთმანეთი ვატყუოთ იდეოლოგია იყოს და აჰყვე იდეოლოგიას, მაგრამ რისთვის ვიბრძვით ხომ? რა გვინდა, რას ვერჩით ამ უკრაინელ ხალხს, რამდენი გავაქციეთ უკრაინიდან და ახლა შეხედეთ, ორივე მხარე გამეტებით ებრძვის ერთმანეთს - ერთი თავის წარმატებებს აცხადებს, მეორე თავისას და სად ხდება ომი და ოხრობა?! - ხდება, მსოფლიოც აღიარებს, ჩვენი ქვეყანაც აღიარებს, უკრაინის ტერიტორიაზე, ვინ ზიანდება ეს მილიარდობით დახმარება რომ შედის იმ მილიარდობით ისევ მილიარდობით ზიანს ვაყენებთ ისევ იმ ქვეყანას ხომ? მერე ვინ ააწყობს ამას, თუ მსოფლიოში ეს კრიზისი გავრცელდა", - თქვა მეუფე იაკობმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA