03/12/22455 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

მნიშვნელოვან მომენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა გერმანიის პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც მაღალი დონის შეხვედრებისას გამოიკვეთა.
„ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა. გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას უზრუნველყოფს.
„საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ