27/04/202 335 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 15 მაისიდან დაიწყება

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ შესაძლოა წარმოება და სამშენებლო სამუშაოები 15 მაისიდან განახლდეს. მისი თქმით შეზღუდვების მოხსნა თავდაპირველად შტატის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყება და არა ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც აშშ-ში ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. მისივე თქმით ქალაქის გახსნა ნიუ ჯერსის და კონექტიკუტის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. კუომოს მიერ შემოღებული კარანტინი ნიუ-იორკში 15 მაისამდე გაგრძელდება. შტატის გახსნის გეგმის მიხედვით პირველი სწორედ საწარმოები და სამშენებლო ობიექტები იქნება, რომლებსაც შეეძლებათ საქმიანობას დაუბრუნდნენ. კუომოს მიაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ფაზამდე 2-კვირიანი პერიოდი უნდა განისაზღვროს, მეორე ფაზა კი ოფისების გახსნას მოიცავს. იმისათვის, რომ გახსნა შეძლონ, ბიზნესებმა უნდა წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ დაიცავენ სპეციალურ ზომებს, რათა ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. თუმცა, მისი თქმით ეს გადაწყვეტილება 15 მაისამდე გადაიხდება და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს.
აშშ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ამჟმად მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი სულ 993,852 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 56,009, ხოლო გამოჯანმრთელდა 120,299.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ნიუ-იორკის შტატშია დაფიქსირებული,სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 22,612-ს მიაღწია. ვირუსი შტატში სულ 293,991 ადამიანს დაუდასტურდა.
კუომოს თქმით, საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზით შესულ პაციენტთა რიცხვი მცირდება, თუმცა მან ნიუ-იორკელებს მოუწოდა, ყურადღება არ მოადუნონ. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში აფთიაქებს უფლებას მისცემენ, კორონავირუსის ტესტები ჩაატარონ. კუომომ თქვა, რომ ტესტირების ჩატარების უფლება 5,000-ზე მეტ აფთიაქს ექნება და მათი მიზანია დღეში 40,000-მდე ადამიანმა ტესტი გაიკეთოს. მან ასევე თქვა, რომ 4 საავადმყოფოში ანტისხეულებზე სკრინინგი გაფართოვდება. ეს, პირველ რიგში, ყველა სამედიცინო მუშაკს მოიცავს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY