02/12/22528 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზის რაც შეიძლება მალე გამოძებნისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.
ოლაფ შოლცის პრესსპიკერის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოძებნოს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
„კანცლერმა განსაკუთრებით დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა შოლცის პრესსპიკერმა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც.
„განიხილეს რა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების სხვადასხვა ასპექტი, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტა რუსული ფუნდამენტური მიდგომები სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის, დესტრუქციულ ხაზზე, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღს აწვდიან, წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს ყველაფერი, ისევე როგორც უკრაინის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, იწვევს იმ ფაქტს, რომ კიევი მთლიანად უარყოფს ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას. გარდა ამისა, ეს ახალისებს რადიკალ უკრაინელ ნაციონალისტებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გერმანულ მხარეს, გადახედოს მიდგომებს უკრაინის მოვლენების კონტექსტში.
„აღინიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ თავს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეულ სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებისგან, მაგრამ ახლა ასეთი ზომები გახდა იძულებითი და გარდაუვალი პასუხი კიევის პროვოკაციულ თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ყირიმის ხიდსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე“, - აცხადებენ კრემლში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.