02/12/22621 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით დარჩიაშვილი - საქართველო უკვე მეორედ არ უნდა იყოს პრეზიდენტების მკვლელობის ადგილი - სააკაშვილის სიკვდილი ამ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება

ვთქვათ პირდაპირ - ასეთ ვითარებაში მხოლოდ ლეტალური შეიძლება იყოს შედეგი, ან დაანებეთ თავი ამ ადამიანს, მან თავისი ნახა ავიც და კარგიც. ნუ გადააქცევთ ამ ქვეყანას პრეზიდენტების მიმართ შურისძიების ადგილად, - ამის შესახებ ილიაუნის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო „უკვე მეორედ არ უნდა იყოს პრეზიდენტების მკვლელობის ადგილი“.
„ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთიანობას, თვითშეგნებას, საზოგადოების ფსიქოლოგიურ განცდას. მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, ისე, როგორც გამსახურდიას სიკვდილი, იქნება ამ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმა. ვფიქრობ, ეს არ აქვთ გააზრებული. საქმე გვაქვს შიშთან და ბოღმასთან - შიში შეიძლება იყოს რუსეთის და ქვეცნობიერის შიში, რომ სააკაშვილი ისევ დაბრუნდება პოლიტიკაში და თავიდან უნდა ებრძოლონ. ბოღმას რაც შეეხება, საერთოდ ქართველები ბოღმიანი ხალხი აღმოვჩნდით. გასაგებია, რომ სააკაშვილის მიმართ შეიძლება გქონდეს კითხვები, მას ადანაშაულებდე, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება უფრო ბოღმას ჰგავს. ქართულ აღქმაში მოწინააღმდეგის მიმართ მიტევება დევს, მაგრამ პრაქტიკაში ხოლმე ნაკლებად ვლინდება.
„პუტინის პირადი პატიმარი“ მეტაფორაა, რომელიც შეიძლება რეალობას ასახავდეს და ლოგიკური იყოს. პუტინის სურვილი ეს იყო და მას რა ბოღმები ახასიათებს, ამის განმარტება მგონი ზედმეტია. ასევე ვფიქრობ, რომ სწორედ პუტინის ვნება არის მთავარი განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“. ბროუდერი თავის წიგნში წერს იმის შესახებ, თუ როგორ არის რუსეთში პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და როგორ დგას ამ პირამიდის სათავეში პუტინი. ის წერს, რომ ეს ოლიგარქები სინამდვილეში ოლიგარქები კი არ არიან, არამედ მაფიის მრჩევლები, მენეჯერები, მომსახურე პერსონალი და ფულის შემნახავები. თუ ეს ასეა, ივანიშვილი ზუსტად ამ ოლიგარქიული სამყაროს წრეშია. მას უბრალოდ თავისი ფუნქცია აქვს არა უშუალოდ რუსეთში, არამედ, მის გვერდით, რასაც პუტინი იმპერიის ნაწილად მოიაზრებს“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.