01/12/22997 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან" - არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ეხმაურება და ამბობს რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ის ნელი სიკვდილით მოკლას.
არესტოვიჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აზრით, ფატალური შედეგი დადგება.
"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები. 
სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს. 
არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაზე ზემოქმედება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს. თუ ეს მოხდა, ისინი ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავენ",- ამბობს არესტოვიჩი ფეიგინის ლაივის ეთერში საუბრისას. 
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნა მომზადდა. ცენტრ "ემპათიას" მედიკოსებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მთავარი რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა, რადგან მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. 
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საკუთარი შეფასება გააჟღერა: "საუბარი აღქმების დონეზე... ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობაა"
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY