რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აანაზღაურონ - ევროკომისიას გაყინული აქტივების კონფისკაციას გეგმავს
ევროკომისიამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია რუსული აქტივების გაყინვისა და კონფისკაციის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავებს გეგმას გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, რათა მოგვიანებით გადაიტანოს ისინი უკრაინის აღდგენაზე და რუსეთის ომით მიყენებული ზიანი ანაზღაურება მოხდეს.
ლეიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში მინიმუმ 600 მილიარდი ევროს ზიანი გამოიწვია.
"რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას დანაკარგები და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს.მისი თქმით, შესაძლებელია იპოვონ ლეგალური გზები, რითიც თანხები უკრაინას მოხმარდება.
ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ 19 მილიარდი ევრო რუსი ოლიგარქების ფული", - თქვა ლეიენმა.
ლეიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში მინიმუმ 600 მილიარდი ევროს ზიანი გამოიწვია.