SBU მოღალატე ოლიგარქ მედვედჩუკთან დაახლოებული მღვდლების მონასტრებს ჩხრეკს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური [SBU] ჩხრეკს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუკაჩოვოს ეპარქიას.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთ-ერთი მონასტრის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამართალდამცავები ამოწმებენ ტერიტორიას და სასულიერო პირებს მათი რუსეთთან სავარაუდო კავშირებისა და „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ უკანონო ქმედებებში მონაწილეობისთვის“.
SBU-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, უკრაინული მედია წერს, რომ ჩხრეკა კონკრეტულად იმ მონასტრებში ტარდება, რომელთა სასულიერო პირებიც, უკრაინის მოღალატე ოლიგარქ მედვედჩუკთან და მის ცოლთან დაახლოებული პირები არიან.
შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩაატარა ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიასა და კიევ-პეჩორის ლავრაშიც.