30/11/22387 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სახლში და მანქანაში მოსასმენი აპარატურა და კამერები იპოვა

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები სახლში და მანქანაში იპოვა. ასევე, მისი თქმით, კამერა დამონტაჟებულია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსზე, რომელიც მის კაბინეტს უყურებს. 
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ აპარატურა შემთხვევით ნახეს და გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ დაგეგმა თვალთვალი.
"პირველი იქნა აღმოჩენილი ეს პატარა სათვალთვალო კამერა თავისი მოწყობილობით სავარძელში, სახლში, სადაც თქვენ ზიხართ ახლა, მაგის გვერდით, ეს მერე დავინტერესდით და ავტომანქანაში და მისი ნაწილი, გაგრძელება ალბათ ავტომანქანაში იქნება იმიტომ, რომ ეს რაღაცას უერთდება, მესამე სახლის წინ აყენია, დიდი კამერა არის. გუშინ აღმოვაჩინეთ, საღამოს პერიოდი იყო", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 
კითხვაზე, ვისზე აქვთ ეჭვი, ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარი ალბათ იმ პირებს უკავშირდება, ვინც დაინტერესებულია ხაჭაპურიძის საქმიანობით. 
მისივე თქმით, დრო არ აქვს განცხადებების დასაწერად და უწყებებს გამოძიება საჯარო განცხადების საფუძველზე შეუძლიათ დაიწყონ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA