29/11/221 983 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ სააკაშვილი ისევ იმ გზას დაადგება, დაიწყებს შემოტევებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმიტომ არ უშვებს საზღვარგარეთ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ არცერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.
„ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტი ციხეში არ გვყოლია, ჯერჯერობით ეს პირველი ამბავია, ასეთი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზოგადად ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროში, პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე სახელმწიფო. ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს, ღმერთო კარგად ამყოფე, ერთმნიშვნელოვნად ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს იქნება თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი.
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არცერთი პატიმრის და მით უმეტეს სააკაშვილის, რომელიც პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდა ის ჩამოიყვანონ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ნორმალური. ცოტას, რა თქმა უნდა, ადვოკატები აბუქებენ, მაგრამ საღ-სალამათი რომ იყოს, არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერც მოიგონებს ამას.
კლინიკის განცხადება ყველაზე საგანგაშო იყო, რაც კი აქამდე მოგვისმენია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რაც შესაძლებელია ან შეუძლებელია, ყველაფერი უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმაალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მიხეილ სააკაშვილი თავად მოინახულოს.
„მე პირადად არ მინახავს სააკაშვილი, მაგრამ იმდენი რაღაც მესმის, რომ არ გამოვრიცხავ, ჩემი თვალით ვნახო, რეალურად როგორ მდგომარეობაშია სააკაშვილი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA