27/04/202 380 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

სესიაშვილი მერაბიშვილის ინტერვიუზე: სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს მოვუსმინეთ

"გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. ბატონი მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს.
მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს არის მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვა.
"თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას იმიტომ, რომ არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ სხვას. ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA