29/11/22549 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ამერიკის მთავრობა სულელი არაა, თუ დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება - ჰერბსტი

 აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და თუ უფრო ფართოდ გააგრძელბს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის".
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ჰერბსტი ამბობს, რომ საქართველო რისკავს აშშ-სთან ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს. "ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად, რამდენად შესაძლებელია ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას? ჰერბსტი პასუხობს:
"ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რამლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს".
მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან დაეწყო, საქართველოსთან კი არა ეს "ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული" საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ