29/11/22203 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უმრავლესობიდან ვინმე რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, დარწმუნდებიან რა რთული ვითარება - ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გუშინ მოინახულა "ქართული ოცნების" წევრებზე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თვალით ნახავენ, დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა. ამ თემაზე მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.
"მინდა ყველას ვუთხრა, რომ სიტუაცია არის ნამდვილად რთული. ერთი ან ორი წარმომადგენელი უმრავლესობიდან რომ შევიდეს, უბრალოდ ინტერესის გამო და მოინახულოს პატიმარი სააკაშვილი, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა და შემდეგ, ალბათ არ ჩავარდებიან თუნდაც ადამიანურად უხერხულ მდგომარეობაში ამ განცხადებების გამო. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე და მექანიზმებზე, ფაქტია, რომ მის ხელში მყოფი პაციენტის მდგომარეობა უარესდება და რაც მოხდა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY