28/11/22592 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა დაადასტურებდა, რომ მისი მდგომარეობა დრამატულად გაუარესებულია, ეს არ უნდოდა ხელისუფლებას - მელია

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მისივე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა, საზოგადოება კარგად დაინახავდა რეალურად რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი და "ოცნების" პროპაგანდაც არაეფექტური გამოჩნდებოდა. მელიას თქმით, სწორედ ამ მიზნით არ გადაიყვნაეს ვივა მედიდან სასამართლოში მესამე პრეზიდენტი.
"დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა დაადასტურებდა რამდენიმე უცხოელი პროფესორი აკადემიკოსის დასკვნას, რომელიც უკვე მატერიალურ სახით მოცემულია და საუბრობს მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის , ქართული სამედიცინო წარმომადგენლების დასკვნებს,  იმ ადამიანების მიერ გამოტანილი ცნობებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი მდგომარეობა ციხიდან ჰოსპიტალ ვივა მედში გადაყვანის შემდეგ, არის დრამატულად გაუარესებული, რაც თავისთავად არის პარადოქსი. ადამიანი ციხიდან ჰოსპიტალში გადაგყავდეს და მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდებოდეს, ე.ი ადამიანის მდგომარეობ არის უმძიმესი. ეს ყველაფერი არ უნდოდა ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას ეხილა და დარწმუნებულიყო სიმართლეში. ამ შემთხვევაში, მისი პროპაგანდისტული მცდელობები, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე უტრირებს, რა თქმა უნდა, ჩაბარდებოდა წარსულს და იქნებოდა არაეფექტური." ამბობს ნიკა მელია.
მისივე თქმით, თუ სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობაზე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით,  უარს იტყვის, ეს იქნება ვერდიქტი მესამე პრეზიდენტის მიმართ, თუმცა პროცესები ქვეყანაში, მელიას თქმითვე, "ძველებურად ვეღარ გაგრძელდება" 
"უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიცით, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მათ ხელთ არსებული დასკვნებით და მოითხოვენ მიხეილს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. თუკი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი სასამართლო იტყვის, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი, მიუხედავად იმისა,  ვინ საუბრობს და რა დასკვნებია მოცემული , ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მიხელ სააკაშვილს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებლი და ის უნდა განაგრძობდეს "მკურნალობას" ვივა მედში, ეს იქნება ვერდიქტი, გამოტანილი მოსამართლის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ნელი სიკვდილით იქ, სადაც ჰყავთ გამოკეტილი" თქვა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA