28/11/22471 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეტლში ჯდომით სააკაშვილს შეუძლია საზოგადოებაში ემპათია გამოიწვიოს- სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების შემთხვევაში, შეეცდება ტრიბუნა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მისივე აზრით, პროცესზე ეტლით მისვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება - საზოგადოებაში ემპათია გამიწვიოს:
"სამწუხაროდ, პოლიტიკურ ტრიბუნად სამართლებრივი ასპარეზის გამოყენების მცდელობა აქამდეც გვინახავს და სამწუხაროდ როგორც ჩანს, არც პირველი იქნება ეს და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც შეეცდება ბატონი სააკაშვილი რომ ეს ტრიბუნა, სამართლებრივი ტრიბუნა, გამოიყენოს პოლიტიკური  მიზნებისთვის. ერთ ერთი ადვოკატის მხრიდან, რომელმაც ბრძანა, რომ მისი რჩევა იყო, რომ მივიდეს და აჩვენოს საზოგადოებას რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და მას სჭირდება საკაცით, ან ეტლით მიყვანაო, აქ პირდაპირ არის გაცხადებული მიზანი, რომ მისი მისვლა ატარებს ერთადერთ ფუნქციას - წარმოაჩენს ეტლში ჯდომით სურათს, რომელსაც მისი აზრით შეუძლია საზოგადოებაში ემპათიის გრძნობა გამოიწვიოს" ამბობს სარჯველაძე. 
შეგახსენებთ, დღეს, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაესწროს. მან ამის სურვილი თავადვე გამოთქვა. ადვოკატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტს პროცესზე სპეციალური ეტლით მიიყვანენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.