27/11/22653 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მეუფე ნიკოლოზი: ისრების გადატანა ჟურნალისტებზე არასწორია, ეს არ იყო საპატრიარქოს პოზიცია

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ იყო. 
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია გამოხატა. ამასთან ჯაღმაიძე მთელი დღის განმავლობაში "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
"შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძალადობა მედიასა და კრიტიკოსებს დაუკავშირა და თქვა: "ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთი საშუალების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს". 
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმონმა.
მონაზონზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ მომხდარზე 2 პირი - 27 და 39 წლის კაცები დააკავა, გამოძიება მათ ჯგუფურ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას ედავება. თავდასხმას გუშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, მან მომხდარში კრიტიკული მედია და კრიტიკოსები დაადანაშაულა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA