27/04/202 030 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უკრაინის რადაში ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის უმაღლესი რადა მას ვიცე-პრემიერად დაამტკიცებს. მან ამის შესახებ უკრაინულ არხ „უკრაინა 24“-თან საუბრის დროს განაცხადა.
„ვთვლი, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უბრალოდ არ იყო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ მობილიზაცია“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მან თავის დროზე „ხალხის მსახურის“ პარტიას დაუჭირა მხარი.
„არჩევნებზე, როცა ვნახე, რომ ჩემი პარტია 2-3 პროცენტს აგროვებდა ამომრჩევლების ხმებს და ვერ შევდიოდით პარლამენტში, მე ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდე, ბევრ ათას უკრაინელს, რომ ხმა „ხალხის მსახურისთვის“ მიეცათ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის „ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY