24/11/22698 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით დარჩიაშვილი - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობაზე წასვლა - სხვა გამოსავალი აქ არ არის

ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი: მისიანებად და ყველა დანარჩენად. მისიანები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, პოლიტიკურად, სოციალურად და ფინანსურად,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. დარჩიაშვილის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში რამე არანორმალურად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ოპოზიცია არ შეიძლება რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი იყოს, რადგან ევროპა ოპოზიციისთვის დაცულობის გარანტიაა.
„ერთადერთი დადებითი ბოლო თვეების განმავლობაში, რაც მახსენდება, არის ის, რომ ლარი გამყარდა, მაგრამ ფასებზე ეს არ ასახულა. ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი: მისიანებად და ყველა დანარჩენად. მისიანები იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, პოლიტიკურად, სოციალურად და ფინანსურად. ეს არის არანორმალური ვითარება, რომელიც არ ჰგავს ევროპის გზით მიმავალი ქვეყნის მდგომარეობას. გაუგებარია საით მივდივართ.
ყოველთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში რამე არანორმალურად მიმდინარეობს. ხელისუფლების მოლაპარაკე თავები დაეჩვივნენ საკუთარი ცოდვების სხვაზე გადაბრალებას. როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, როდესაც ევროინტეგრაცია არის ოპოზიციისთვის არსებობის გარანტია? ამ ხელისუფლებისგან ოპოზიციას დევნის მეტი არაფერი შეხვედრია. ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს გარკვეულ გარანტიებს, რომ პოლიტიკური პროცესი სამართლიანი იყოს. ოპოზიციისთვის ევროინტეგრაცია არის დაცულობის გარანტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, თუ საქმე მივიდა ბრიუსელის მხრიდან საქართველოს უარყოფამდე და ამას უკვე მოჰყვა სანქციების ენით საუბარი, ეს იმდენად გაართულებს ქვეყანაში მდგომარეობას, რომ თვითონ ხელისუფლების მომხრეებს გაუჩნდებათ სურვილი, რაღაცა შეცვალონ.
„თუკი 2024 წლის არჩევნები ისე ჩატარდა, როგორც წინა, ეს უკვე გახდება სანქციების საფუძველი. ძალიან ბევრი აცალეს ამ ხელისუფლებას, საქართველოში ისევე როგორც ყველა ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებამ მოახერხა ყველანაირი ოპონენტის, სამოქალაქო საზოგადოებიდან, პარტიული სპექტრის მარცხენა და მარჯვენა ფლანგიდან ხალხის მტრად გამოცხადება. ასეთი ქვეყანა არ შეიძლება ნორმალურ პარტნიორად ჩაითვალოს ევროპისთვის და აშშ-თვის. სანქციებმა შეიძლება პიროვნული ხასიათი მიიღოს, ასევე შეიძლება მიიღოს პრობლემების შექმნის ხასიათი ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში... საბოლოოდ, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ან ღიად უნდა განაცხადოს, რომ დაივიწყეთ ევროპა ან კრემლის მოკავშირედ და ვასალად გამოაცხადოს თავი. ამაზე წავა და გაჰყვება „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი?! იმედი მაქვს, რომ არა. მოუწევს დათმობაზე წასვლა, სხვა გზა არ იქნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York