24/11/22329 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენი ინფრასტრუქტურის დაბომბვა აშკარა დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ - ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმების გამო, რამაც უკრაინის ქალაქები კვლავ სიბნელეში და სიცივეში დატოვა. სხდომა 23 ნოემბერს მორიგი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ჩაინიშნა. 
ოთხშაბათს, რუსეთმა სარაკეტო იერიში არაერთ ქალაქზე მიიტანა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, გაითისა ელექტროენერგია და წყალი.
"თქვენ შორის არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელიც მსოფლიოს ტერორის, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის გარდა არაფერს სთავაზობენ. ნებისმიერი რუსული ფორმულა სხვას არაფერს ითვალისწინებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: დადგა დრო, მხარი დავუჭიროთ უკრაინულ მშვიდობის ფორმულას!
ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი ცის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები.
რა შეიძლება გითხრათ ახლა ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენელმა? რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იტანჯება მათი რაკეტებით? ყველაფერი აშკარაა. ყველაფერი ზედმეტად აშკარაა. მოგიწოდებთ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები კაცობრიობის და სიცოცხლის დასაცავად! უშიშროების საბჭომ უნდა მისცეს მკაფიო შეფასება ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების შესახებ გაეროს წესდების მე-7 ნაწილის შესაბამისად", - თქვა ზელენსკიმ. 
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სთავაზობს უშიშროების საბჭოს მიიღოს რეზოლუცია და დაგმოს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერი ფორმა. მან მიიწვია გაეროს წარმომადგენლები, რათა ჩავიდნენ უკრაინაში და ნახონ რა გააკეთა რუსეთმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.