22/11/22536 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვინც თავს ესხმის არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - პაპუაშვილი კრამერზე

კრამერის განცხადება პირდაპირი თავდასხმაა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვინც თავს ესხმის არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. პაპუაშვილის მტკიცებით,  ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, საქართველოს ევროპული მომავალი "მძევლად ჰყავს აყვანილი".
"ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ესაა აქსიომა. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. თუ დავაკვირდებით, საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ქართულ სინამდვილეში ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესები იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო კლიშირება ამა თუ იმ ადამიანის. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ თავდასხმა განხორციელებულიყო საქართველოს ხელისუფლებაზე..ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, ახლაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ცდილობენ, რომ მძევლად აყვანის სანაცვლოდ გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლების დასუსტება. ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უარეს გარშემო, რომ რამენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით ჩაენაცვლებინათ, სურვილი სწორედ ისაა, რომ მძევლად აყვანის სანაცვლოდ დაასუსტონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და აიყვანონ ის ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობამ უკვე 9-ჯერ უთხრა უარი იმ ავტორიტარული რეჟიმის გამო, რომელიც მათ თავის დროზე ჰქონდათ დამკვიდრებული" - ამბობს პაპუაშვილი [პირველი არხი]
ამჟამად, სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის - ამბობს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი და თვლის, რომ დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეთ მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებენ.
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.