20/11/22429 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კლინიკაში 40 კილოგრამი დაიკლო, აქვს სიცხე, სისუსტე და ფეხზე ვერ დგება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მადლიერია, თუმცა, ფიქრობს, რომ სააკაშვილის სრული გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ მისი გადაყვანაა აუცილებელი.
„აქცია არის სრულიად მშვიდობიანი, პოლიტიკას მთლიანად ჩამოცილებული. ამ აქციის მიზანი არის ის, რომ გადაარჩინოს ერთი ადამიანის სიცოცხლე. კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევები უტარდება, კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მდგომარეობა არ გამოკეთდა, მაინც მძიმედ არის. შესაბამისი მკურნალობის ჩატარება ასე მესმის, რომ უნდა გამოკეთდეს ადამიანი. 40 კგ დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს“,-განაცხადა ალასანიამ.
ის ასევე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ამის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან.
„ზუსტად არ ვიცით, სად, ვინ და როგორ, ყოველ შემთხევაში ჩემთვის არ არის ცნობილი. ველოდებით ტოქსიკოლოგის დასკვნას. მიზანია, რომ შესაბამის კლინიკაში იყოს მოთავსებული, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.
უწყების განმარტებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY