19/11/22742 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მორავეცკი: პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ზურგი აქციო უკრაინას

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთის სოფლებში ჩამოვარდნილი რაკეტები იმის მტკიცებულებაა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს მეტ მხარდაჭერას, ომი პოლონეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება.
"ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ინციდენტის ზუსტი გარემოება ან მიზეზი, მაგრამ ჩვენ ვიცით მომხდარის გამომწვევი ძირეული მიზეზი - ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ", - თქვა მან.
პოლონურ რადიოსთან საუბარში მან აღნიშნა, რომ "დღეს პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის ზურგი აქციო უკრაინას", მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უკრაინა რუსეთზე კრიტიკულად დამოკიდებული გახდება.
"თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში მოხვდება, ჩვენ არაფერი დაგვჭირდება ომის პროვოცირებისთვის - ის ჩვენთან თავისით მოვა. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა, პასიურად ყოფნა ჩვენთვის სუიციდს ნიშნავს", - თქვა მატეუშ მორავეცკიმ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაკეტა NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პოლონეთის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. 
პოლონეთსა და დასავლეთში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ადგილზე ექსპერტებმა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, რომელშიც უკრაინაც ჩართულია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY