18/11/22824 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველო კლასში საუკეთესო იყო როდესაც საქმე NATO-სა და EU-ში გაწევრიანებას ეხებოდა, მაგრამ დღეს აღარაფერია" | გენერალი ტერასი

ევროპარლამენტარი, ესტონელი გენერალი და ქვეყნის შეარაღებული ძალების მეთაური 2011-2018 წლებში რიჰო ტერასი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში უკრაინის ომზე და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. 
ომის კონტექსტში ის პარალელს საქართველოსთან ავლებს და ამბობს: 
"ვფიქრობ, დასაწყისში ამერიკა დაინტერესებული არ იყო ამ კონფლიქტის ესკალაციით - მე ვხედავდი ნიშნებს, რაც ჩემი აზრით, აჩვენებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ერჩივნა, უკრაინაში 2008 წლის საქართველოს სცენარი განვითარებულიყო, ეს მათთვის იდეალური სცენარი იქნებოდა - პატარა ომი, არც თუ ისე დიდი მსხვერპლი. მთავრობა იცვლება. ახალი მთავრობა ისევ ამბობს „კარგ რამეებს“- ამბობენ, რომ უნდათ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, მიდიან ბრიუსელსა და სტრასბურგში, სოლიდურად, კოხტა კოსტუმებში გამოწყობილები, მაგრამ ამავდროულად არაფერს აკეთებენ ამისთვის, არ სურთ ამის გაკეთება.
შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირისთვისაც უფრო მარტივია მათი უარით გასტუმრება, რადგან მათ გაწევრების რეალური სურვილი არ აქვთ, რუსეთთან თანამშრომლობა ურჩევნიათ. სწორედ ამას ვხედავთ დღეს საქართველოში, ჩემი აზრით. ეს მხოლოდ მთავრობაზე ვრცელდება, რადგან ვიცი, რომ ქართველ ხალხს უნდა ნატო და ევროკავშირი. მაგრამ მთავრობა არაფერს გააკეთებს ამისთვის. საქართველო კლასში საუკეთესო იყო, როდესაც საქმე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისკენ პროგრესს ეხებოდა, მაგრამ დღეს აღარაფერია",- თქვა მან. 
ომის დინამიკა და ზელენსკის როლი პროცესების უკრაინის სასარგებლოდ განვითარებაში: 
"ეს ძალიან კომფორტული სცენარი იქნებოდა უკრაინისთვისაც. და ვფიქრობ, ამერიკელები ამაზე ფიქრობდნენ, ბაიდენმა ომის დაწყებამდე ისიც კი განაცხადა: თუ მცირე კონფლიქტი იქნება, არ ჩავერევითო. ეს ერთი სიგნალი იყო, ერთი ნიშანი, რომ ამ სცენარზე ფიქრობდნენ. მეორე - ამერიკის საელჩომ ყველა სხვა საელჩოს დაასწრო კიევიდან გამოქცევა, რითაც აჩვენეს, რომ უკანდახევისთვის მზად იყვნენ. მესამე - ამერიკის მთავრობის მიერ ზელენსკისთვის თავშესაფრის შეთავაზება და ის ცნობილი ფრაზა: მე იარაღი მჭირდება და არა ტაქსი, ასე რომ ისინი ფიქრობდნენ: სამი დღე, ახალი მთავრობა უკრაინაში, მოლაპარაკებები ნეიტრალურ სტატუსზე, უარი ნატოზე, მაგრამ შორეული პერსპექტივები ევროკავშირში, ბლა, ბლა, ბლა.
პრობლემა ის იყო, რომ ამ გეგმის თუ იდეის ზელენსკისთვის მიცემა „დაავიწყდათ“, და მანაც არ იცოდა, რომ „თურმე ასე უნდა მოქცეულიყო“, ასე რომ გადაწყვიტა, დარჩენილიყო და ებრძოლა, რაც მშვენივრად გამოუვიდა კიდეც. აი, სადღაც აპრილისთვის კი ამერიკელებმა თანდათან თვითონაც დაიჯერეს, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ უკრაინელებს გამარჯვება შეეძლოთ.
სწორედ ამ მომენტისთვის იწყება დახმარების დრამატული ზრდა და ეს დახმარება დღემდე გრძელდება. და ვფიქრობ, კიდევ უნდა გაიზარდოს, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რადგან თუ ეს ყველაფერი უკრაინის გამარჯვებით არ დამთავრდება, მაშინ რუსული ხუნტა-სახელმწიფო კიდევ წლები იქნება მთავარი თავისტკივილი დანარჩენი სამყაროსთვის"- აღნიშნა გენერალმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY