18/11/22723 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

ქართველი ხალხი არ აპირებს, არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს - ხაბეიშვილი პრემიერს

თქვენ ახორციელებთ ანტიქართულ ქმედებებს, ხართ ჩართული კორუფციაში, წინ დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ! - ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, საკონმდებლო ორგანოში მოსულ საქართველოს პრემიერს.
ენმ-ს წევრის განმარტებით,  ბიძინა ივანიშვილის დავალებით ირაკლი ღარიბაშვილი ხელს უწყობს რუსეთს სანქციისგან თავის დაღწევაში.
"უზნეობისა და მოღალატეობრივი საქმიანობის ზენიტში ხართ, ბატონო ირაკლი. თქვენს ბატონს, უფროსს, მფლობელს love story აქვს პუტინის კარის ოლიგარქთან, ევტუშენკოვთან და თქვენ ეს არ გაწუხებთ. KGB- ს, FSB-ს გენერლებს ფარულად მასპინძლობს თქვენი მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიმტანებად გადააქციეთ. 
4 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოსკოვის მიმართულებით ავიარეისი შეასრულა ამერიკის მიერ სანქცირებულმა ირანულმა კომპანიამ და სავარაუდოდ სამხედრო დრონები ჩაიტანა კრემლში, ცხადია, უკრაინის საწინააღმდეგოდ. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ რეისის გატარებაზე უარი ტქვა ოფიციალურმა ბაქომ. თუმცა მაშველი რგოლი აღმოჩნდით თქვენ და თქვენი პირადი პილოტი. გეცნობათ ალბათ ბატონი მეზვრიშვილი, რომელიც გენერალური მდივანია საქაერონავიგაციაში. მისი მამა ბიძინა ივანიშვილის პირადი პილოტია. თქვენ ახორციელებთ პრორუსულ, ანტიქართულ კამპანიას, თავს ესხმით ომში მყოფ უკრაინას და მის ლიდერებს." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 
ხაბეიშვილმა პრემიერს ბრალი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლასა და კორუფციაში დასდო. ,,ენმ"-ს ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულსაც პროგნოზირებს.
"ასევე, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ აქტორს, ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, გამოუტანეთ სასიკვდილო განაჩენი. ამასობაში სრულიად ცივილიზებული სამყარო მოგიწოდებთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ევროკავშირის სტატუსი რომ არ მიგეღოთ, სასწრაფოდ დააკავეთ ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია იმის სადემონსტრაციოდ, რომ თქვენთვის არაფერს ნიშნავს სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, სახელმწიფო. 
პარალელურად ლანძღავთ და უშვერი სიტყვებით იხსენიებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, კოლექტიური ზარქუას პირით აგინებთ ამერიკელებს, სამაგიეროდ, არაფერი მოგვისმენია თქვენგან ლავროვის, პუტინის, ან მათნაირი ტერორისტების შესახებ. ამასობაში თქვენ და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის, მომხვეჭელობის სიმბოლოდ, მესმის, არ გსიამოვნებთ, მაგრამ მოსმენა მოგიწევთ. 
ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბის ფონზე თქვენ შეძელით და 2 მანქანაში 400 ათასი ლარი გადაიხადეთ, პენსიონერებს ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ, თქვენმა მამამ კი 150 ათასი ლარი გაჩუქათ. ჯერ იყო, ბაკურიანში მეუღლეს ტყე აჩუქეთ, რატომ რევთ ოჯახის წევრებს ქურდობაში? კორუფციაში? იპარავთ, ხართ "ატკატებში", მაგრამ დაანებეთ ოჯახის წევრებს თავი.
უნდა გითხრათ, ქართველი ხალხი არ აპირებს, არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, ბატონო ირაკლი. თუ ამასაც ვერ გაიგებთ, რა ენაზე საუბრობთ, ჩემი აზრით, თქვენ ანტონის ენაზე უნდა გითხრათ." - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA