18/11/22537 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, პოლიგონად გადააქცევდნენ ქვეყანას - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტში, ინტერპელაციისას პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოში, "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობასა და სურვილში. ღარიბაშვილის აზრით, სწორედ ამას ემსახურებოდა ქართველი მებრძოლების უკრაინაში გაშვების მოთხოვნაც და ის საპროტესტო აქციები, რომელიც მისი გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა გაზაფხულზე:
"ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვართ ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ და გამოდიან გარეთ ქუჩაში, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ და რაზე? გვთხოვდნენ, რომ მოგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად და ნებართვა უნდა გაეცა მთავრობას, ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა და გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა და მათმა პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.
მათი იდეური პარტნიორები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. ვიცით მათი გაცხადებული მიზნები და ამოცანები. მათი ამოცანაა, მათ ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც  სპეკულაციაა არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდა. მათ მიერ, პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. აეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს - ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი? და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენ ქვეყანას? ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი ყოფილიყო და ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს. ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით" თქვა ღარიბაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA