17/11/22713 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მალაიზიური ბოინგი დონბასში 2014 წელს, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს... - ჰააგა გადაწყვეტილებას აცხადებს

დღეს, 17 ნოემბერს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2014 წელს რუსეთის მიერ, დონბასში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმეზე განაჩენს აცხადებს. 
პროკურორები რუსეთის 3 და სეპარატისტების მხარეს მებრძოლი უკრაინის 1 მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ. 
სამოქალაქო თვითმფრინავზე თავდასხმაში ბრალდებულები არიან სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი, ლეონიდ ხარჩენკო და FSB-ს ცნობილი თანამშრომელი იგორ სტრელკოვ-გირკინი.
სასამართლოს  დასკვნით, MH17 Boeing ჩამოაგდეს რუსული წარმოების რაკეტით, ბუკის რაკეტით, რომელიც გასროლილი იქნა პერვომაისკის რაიონიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სნიჟნესთან (ეს ტერიტორია მაშინ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალების კონტროლის ქვეშ იყო).
სასამართლომ ასევე აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ე.წ. დონეცკის "სახალხო რესპუბლიკაზე" კონტროლს ახორციელებდა რუსეთი.
 
სასამართლო მიიჩნევს, რომ მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთი ატარებდა წვრთნას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროებისთვის, აწვდიდა იარაღს და საკვებს, ახორციელებდა სერიოზულ გავლენას ადგილობრივ პოლიტიკოსებზე, კოორდინაციას უწევდა სეპარატისტთა სამხედრო მოქმედებებს და თავად ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს  აღმოსავლეთ უკრაინაში - იუწყება BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან.
[გადაწყვეტილება სრულად ჯერ არ გამოცხადებულა]

თვითმფრინავი, რომლის  ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი ბუკის საზენიტო სარაკეტო სისტემიდან ჩამოაგდეს, რომელიც კურსკში დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნის.

მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთი მაშინვე დაადანაშაულეს, თუმცა მოსკოვი ამ დრომდე ბრალდებას უარყოფს და პოლიტიზებულს უწოდებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY