25/04/204 609 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვანო მერაბიშვილი - მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს

მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მერაბიშვილის თქმით, „ოცნება“ წლების განმავლობაში ანალოგიურად აყალბებდა სხვა მაჩვენებლებს, მათ შორის დანაშაულის სტატისტიკასაც.
„არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” - უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის „ოცნების მთავრობის სტრატეგია“. წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა „ოცნება“ დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.
მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.
კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“, - წერს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა, რასაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY