25/04/202 095 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია

„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენა და ამავდროულად, ხელს უშლის, რომ უკრაინას გამოადგეს.
„ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა. აი, ასეთი ჟრიამული ატეხეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნებოდა, მაგრამ მერე რა, რას მიაღწიეს?! რაღაც წერილები დაჯღაბნეს და ამით მორჩა. როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ხოდა ამ ძაღლის ხსენებაზე, ძაღლივით იქცევიან, რომელიც თივაზე ზის, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისათვის გამოეყენებინათ, ახლა ხელს უშლიან, რომ უკრაინის სახელმწიფოს გამოადგეს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხედავენ, რომ მიშა არის ჩაუძირავი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York