რუსეთის მიერ, უკრაინელების იძულებითი გადასახლება უნდა იქნას გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული - Amnesty International
რუსული ძალები აწამებდნენ და ასახლებდნენ უკრაინიდან სამოქალაქო პირებს; რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების იძულებით დეპორტაცია მოახდინა, რაც ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულს წარმოადგენს - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მოხსენებაში, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გადაყვანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთში და ძალადობის ფაქტები „ფილტრაციის“ დროს, დეტალურადაა აღწერილი.
„რუსეთის მიერ, იძულებითი დეპორტაცია და გადასახლება ომის დანაშაულია. Amnesty International მიიჩნევს, რომ ეს უნდა იქნას გამოძიებული, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ"- წერია ანგარიშში.
Amnesty International-მა ანგარიშში მოიყვანა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ჯგუფების წევრები - მათ შორის ბავშვები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - იძულებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რაიონებში ან რუსეთში.
ფილტრაციის დროს დაკავებულმა ადამიანებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ განიცდიდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ცემას, ელექტროშოკით წამებას და სიკვდილით დასჯის მუქარას. ზოგ მათგანს არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს.
Amnesty International-მა გამოკითხა 88 ადამიანი უკრაინიდან. მათ შორის უმრავლესობა მარიუპოლიდან. გამოიკითხნენ ასევე ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მშვიდობიანი მოქალაქეები.
Amnesty International მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ანექსია დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, უკანონოა.

„ოჯახებიდან ბავშვების და ხალხის ასობით კილომეტრით დაშორება იძულებით, საკუთარი სახლებიდან, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა მძიმე ტანჯვა მიაყენა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას“, - ამბობს აგნეს კალამარი, Amnesty International-ის გენერალური მდივანი.ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებიდან, რაც თავად საერთაშორისო დანაშაულია, რუსული ძალები განურჩევლად თავს ესხმიან და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებენ უამრავ სიცოცხლეს და ოჯახებს.