24/04/202 472 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი სააკაშვილზე - საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა.
მისივე თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.
ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ," - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA