24/04/20902 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქეების დამხარებას განაგრძობენ

საქართველოს საელჩოებმა აზერბაიჯანში, თურქეთსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და მათ სამშობლოში დაბრუნებას ხელი შეუწყვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები COVID-19-ის გავრცელების შედეგად რთულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დამხარებას განაგრძობენ. საგარეო უწყების ცნობით, საქართველს საელჩოს ძალისხმევით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 50-მდე ოჯახს, საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ამანათი გადაეცა.
„აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს და ქ. განჯაში გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს 100-მდე მოქალაქე, უახლოეს მომავალში, სახმელეთო გზით სამშობლოში გამოემგზავრება. თურქეთში საქართველოს საელჩომ ასევე საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეები. საელჩო მედიკამენტებით 170-ზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საკვები პროდუქტებითა და თავშესაფრით დახმარება გაეწია საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, სამშობლოში დაბრუნების პროცესში, საელჩოს პირადი სახსრებით უზრუნველყვეს ტრანსპორტით.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში საქართველოში გამომგზავრებას გეგმავს. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმის სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY