უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები "არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია!" - პუტინი
,,ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია!'' - ასე პასუხობს ვლადიმერ პუტინი კითხვას, არის თუ არა უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები პასუხი სევასტოპოლში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე, როცა შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზეც. პუტინი ამბობს, რომ შედეგის მისაღწევად მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო, თუმცა მოლაპარაკებაზე უკრაინამ თქვა უარი.
რუსეთის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზეც. პუტინი ამბობს, რომ შედეგის მისაღწევად მაგიდასთან დაჯდომაა საჭირო, თუმცა მოლაპარაკებაზე უკრაინამ თქვა უარი.
"იმისთვის, რომ რამის შეთავაზება მოხდეს მოლაპარაკებებზე, საჭიროა, ეს მოლაპარაკებები შედგეს. მოლაპარაკებების საკუთარი პოზიციის წინასწარ გასაჯაროება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რათა მოხდეს ეროვნული მიზნების მიღწევა…თუმცა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება. აი, ჩვენ სტამბოლში შევთანხმდით, ისინი კი ადგნენ შემდგომ და ყველაფერი ნაგავში გადაყარეს. ახლა კი საერთოდ, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, საკუთარ თავს აუკრძალეს ჩვენთან საუბარი. როგორ შეიძლება ვისაუბროთ შესაძლო შეთანხმებებზე, როცა იქითა მხრიდან ჩვენთან საუბრის სურვილიც კი არ არის. დაველოდებით, შესაძლოა, მომწიფდეს რამე აუცილებელი პირობები, ჩვენი კეთილი ნება ცნობილია, ის არ შეცვლილა და ეჭვქვეშ არ დაყენებულა. რაც შეეხება არის თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე, ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო,- თქვა პუტინმა.