23/04/201 756 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

აშშ $3 ტრლნ-მდე ზრდის Covid-19-ის შედეგებთან საბრძოლველად გამოყოფილ თანხას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს იღებს კანონპროექტს, რომლითაც კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად კიდევ 484 მილიარდ აშშ დოლარი გამოიყოფა.
Reuters-ის ცნობით, ამ ნაბიჯით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხა ჯამში 3 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზრდება.
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ, — სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ — 27 მარტს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის — COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გასამკლავებლად 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.
ახალი კანონპროექტი, როგორც „როიტერსი“ წერს, სავარაუდოდ ორმხრივი მხარდაჭერით გავა წარმომადგენელთა პალატაში. ის ორი დღის წინ მიიღო კონგრესის მეორე პალატამ, სენატმა. მიღების შემდეგ, პალატა კანონპროექტს თეთრ სახლში გაგზავნის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირობა აქვს დადებული, რომ სწრაფად მოაწერს ხელს კანონს.
კანონით, — რომელიც Covid-19-ის კრიზისთან დაკავშირებით მეოთხე კანონია აშშ-ში, — დაფინანსება გამოეყოფათ მცირე ბიზნესებსა და საავადმყოფოებს, რომლებიც პანდემიის გამო ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან.
კორონავირუსით აშშ-ის 45 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა, 22 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჯამში, დადასტურებულია 855 000-ზე მეტი შემთხვევა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA