23/04/201 429 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან რატიანი - კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს, ხვალ კი შესაძლოა, კიდევ 17 გაეწეროს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან ხვალ განმეორებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ 17 პაციენტი გაეწერება. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს.
„რაც ჩვენ გავიხსენით და ქვეყანას ვემსახურებით კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო შემოყვანილი, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა.
ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან. პირველადი უარყოფითი პასუხი მოსულია დაახლოებით 17. ველოდებით განმეორებით გაგზავნას ლუგარის ლაბორატორიაში და თუ ხვალ მოვიდა კიდევ 17 უარყოფითი პასუხი, ხვალ უკვე დატოვებს 17 პაციენტი კლინიკას. მათგან ყველა პაციენტს, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით არანაირი გამოვლინებები არ უვლინდებათ.
რეანიმაციაში გვყავს 8, აქედან 7 არის მართვით სუნთქვაზე. ერთი, რომელიც არის 67 წლის მამაკაცი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია კოვიდინფიცირებს გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ არ არის მასთან კოვიდინფექცია. მისი დამძიმების მიზეზი არის ქრონიკული გულის უკმარისობა, ფილტვ-გულის უკმარისობა და ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სიმპტომი, ფილტვის მწვავე უკმარისობა. დანარჩენი პაციენტები რომლებიც აგრძელებენ რეანიმაციაში მკურნალობას, მათი მდგომარეობა ბოლო 24 საათში მეტ-ნაკლებად დადებითია“,- განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სამ მოზარდს, ლევან რატიანის თქმით, დღეს მათი პირველადი ანალიზი იგზავნება, ხოლო ტესტზე ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.
„ამ ეტაპზე გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, „გუშინ კლინიკად გაწერა ერთი მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილი იყო სხვა კლინიკიდან“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA