ოკუპანტებმა კიევი ირანული დრონებით დაბომბეს - ქალაქში საჰაერო განგაშია
რუსმა ოკუპანტებმა ირანული კამიკაძე დრონებით კიევს დაარტყეს. ქალაქში მინიმუმ 3 აფეთქების ხმა გაისმა. თავდასხმის შედეგად ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონში ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა:
ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა:
"სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე მობილიზებული არიან მედიკოსები. დაზარალებულების შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ", - დაწერა კლიჩკომ.