16/10/221 047 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"შავ ფულს" კობახიძე განკარგავს...ვიტაცებდით ხალხს, რომ ხმები მიგვეცა - არჩევნების გაყალბების სქემის დეტალები

ვეხმარებოდი "ქართულ ოცნებას" ვიყავი ისნის რაიონში,  მეტრომშენში 5 უბანი მებარა და ხმების მობილიზაციას ვახდენდი...ძირითადად აქცენტი იყო გაკეთებული იმ ადამიანებზე, ვინც არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებზე, ნეიტრალურ ხმებს  ეძახდნენ, მკვდარ ხმებს, რომებიც უნდა გაგვეცოცხლებინა და გვემუშავა იამზე, რომ მიგვეყინა და შემოეხაზათ  41... - არჩევნების გაყალბებაში "ქართულ ოცნებას" ლაშა ლაბაძე ამხელს, რომელიც "მთავარ არხთან" ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სქემაში თავადვე აქტიურად მონაწილეობდა და მმართველ პარტიას ეხმარებოდა.
ლაბაძემ მტკიცებულებები გაასაჯაროვა და უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანა დატოვა. 
"მე ქვეყნიდან მიწევს იმიტომ წასვლა, რომ მე ამ ქვეყანაში თავს უკვე უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. 8-ჯერ მესროლეს...საფრთხეში ვარ ყოველ წამს, ყოველ წუთს. აქამდეც  რომ მოვდიოდი პირდაპირ გეტყვი 6 ტრანსპორტი გამოვიცვალე, იმიტომ, რომ მეთქი არ გამომყვნენ... მე ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი შვილები კარგ საქართველოში გაზრდილიყვნენ,  კარგ საქართველოში ეცხოვრათ, თუმცა მაგას ჯერ აქ ვერ ვხედავ." ამბობს ლაბაძე.
მისი თქმით, "ოცნება" მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს ურიგებდა წამლებს, ბენზინის ტალონებს, ფულს და ზოგს ცემენტსაც კი. ასახელებს გვარებსაც, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა:
"მირეკავდნენ ისნის რაიონის ცენტრალური შტაბი სადაც იყო, ქეთევან წამებულზე, მაშინ იყო კახა ლაბუჩიძე, იქ ვიკრიბებოდით და ყველაფერი მრგვალ მაგიდასთან  წყდებოდა. სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით იკრიბებოდა ხალხი, მაგალითად: მასწავლებლები ცალკე, ქუჩის ხალხი ცალკე და ა.შ" ამბობს ლაბაძე. 
მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში აქტიურად იყენებდა ე.წ. შავ ფულს, რომელიც მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ებარა და "ოცნების" ცენტრალური ოფისიდან გაიცემოდა:
"შავი ფული მე მებარა  იმ 5 უბნის, მე განვკარგავდი  იმ შავ ფულს. პირველ ტურში 28 000 მქონდა მე პირადად, მეორე ტურზე იყო 38 000, 10 000 ლარით მეტი. სასურველ შედეგს თუ დადებდი, ზემოდან კიდე გქონდა ბონუსი, 5 000 , 10 000 , 15 000. თუ მინდოდა იმ 28 000 საერთოდ მე დავიტოვებდი და არც არაფერს არ მივცემდი, ნუ ჩემი სურვილით განვკარგავდი... 
ადამიანების სახელები, გვარები,  პირადი ნომრებით, მისამართებით, რომ ეს ხალხი არ დადის არჩევნებზე და მაქსიმალურად იმუშავეთ ამათზე... ათასებზე არა, მილიონებზეა აქ ლაპარაკი, 100 000 არ ეყოფა ფიზიკურად, იმიტომ რომ 160 000 და 150 000 ათასი მარტო მიჰქონდა ერთ უბანს. 
მე როგორც ვიცი, ამ შავ ფულს რასაც ჰქვია, ვიცი, რომ კობახიძის გარდა სხვა ვერავინ ვერ წყვეტს, მარტო კობახიძე წყვეტდა. ფული თუ დააკლდებოდა ოლქს ირეკებოდა კობახიძესთან და კობახიძე წყვეტდა. მიდიოდნენ უკვე იმ ადგილას, სადაც იყო ის ფული და მიჰქონდათ იქედან, ცენტრალურ, საპატრიარქოს გვერდზე როა იქიდან... ყველა ცდილობდა, რომ ყველას ბევრი წამოგვეღო... 
მე პირადად ლაბუჩიძის არჩევნებზე ზუსტად 8-ჯერ ვიყავი შესული ერთ არჩევნებზე. ხან ქეთევანი ვიყავი, ხან თამარი, ხან გიორგი. იქ დგომა, გამვლელ გამომვლელი... გინდა არ გინდა უნდა შეხვიდე და სურათი გადაუღო, პირადობა დაადო და ისე შემოხაზო, რომ  მე დავიჯერო, რომ შენ მართლა 41 შემოხაზე..." ამბობს ლაბაძე. 
ირკვევა, რომ "ოცნებაში" კარგად იცოდნენ რომ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე ოპოზიციასთან მარცხდებოდნენ, ნაწილს გასაქცევი ბილეთებიც მომზადებული ჰქონდა, თუმცა "ოცნებამ" ყველაფერი ისე დააწყო როგორც მათ აწყობდათ.
"მეორე არჩევნები რაც იყო, მე ბილეთები მქონდა უკვე ნაყიდი,  მეგონა რომ წააგებდნენ და ქვეყნიდან ვაპირებდი საერთოდ წასვლას .... არჩევნების წაგება ხდება, ანალიტიკას აკეთებენ დილიდან და ბოლო უკვე ორ საათში უკვე იციან წაგებული აქვთ თუ მოგებული აქვთ... მერე უკვე იწყებოდა მოტაცება, ვინც გაივლიდა იყავი არჩევნებზე? პირადობა გაქვს, არ გაქვს? არ არის პრობლემა შედი, ჩემი პირადობით შედი არ არის პრობლემა .. ფაქტობრივად უკვე ვიტაცებდით ხალხს, რომ შეგვეყვანა ხმები მიგვეცა" ამბობს ლაბაძე 
რაც შეეხება თავდასხმას. ლაშა ლაბაძის თქმით, მას შემდეგ რაც შეიტყვეს, რომ ის "ოცნებას" ტოვებდა, 1 თვის წინ, მიაკითხეს, 8 -ჯერ ესროლეს, ბეისბოლის ჯოხებით სასტიკად სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.
ნაცვლად დამნაშავეების დაჭერისა სისტემამ სიკვდილს გადარჩენილ ლაბაძის დაჭერა გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ლაბაძეზე თავდასხმისთვის დააკავა 4 პირი. სამი მათგანი - გიორგი შავშიშვილი, ზაზა აბესაძე და გიორგი კუპატაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, ხოლო ერთი - ვინმე აიოიანი - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA