15/10/22935 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე - შოლცი

ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა, –განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე. კონგრესში საქართველოდან დელეგაციაც მონაწილეობს.
„მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოჰყვეს. ეს არის ის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით.
რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.
დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. ასე შეგვიძლია, დავიცვათ ევროპის ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა შოლცმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY