15/10/22813 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც რეზოლუციას გარკვეული ხინჯი მიაყენა, რადგან მასში შეიტანეს ვიწროპარტიული თემა სააკაშვილზე

600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც ევროსაბჭოს რეზოლუციას გარკვეული ხინჯი მიაყენა, რადგანაც მასში შემოიტანეს ვიწროპარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.
„საქართველო თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის და სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწრო პოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო, იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭოში ასეთი მეთოდებით ხდება ამგვარი ჩანაწერების შეპარება რეზოლუციაში. ამით თავად ის ადამიანები, რომლებიც ამ შესწორების ავტორები იყვნენ და ჩვენ ვიცით, რომ აქ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მასში მოხვედრილი. აქედან გამომდინარე იყო, საბოლოო ჯამში, ეს პოზიცია. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ თანაავტორები ვიყავით ამ რეზოლუციის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ 2 დღის წინ დაამტკიცა.
რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA