22/04/201 273 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ჩიქოვანი - ყველა ღონისძიება და შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს მოქალაქეებს

ჩვენ ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანმა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ყველაფრის მიზანი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც შეეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, ყველა შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს.
ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ კოვიდ 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს მართლაც რომ გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყონ და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი სწორედ ამ მკაცრი რეგულაციების დამსახურებაა. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანა ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე, თუმცა პიკი მოსალოდნელია, რაზეც როგორც ეპიდემიოლოგები ისე პრაქტიკა მიუთითებს.
„დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების ახალი ფაქტი და ჯამში გვაქვს 5 შემთხვევა. კოვიდ ინფიცირების 411 ფაქტია ასევე და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ეს დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით და დროულობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ციფრები შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და შესაბამისად ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA