13/10/22832 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ-ში მექსიკის გავლით - თაღლითური სქემა და ერთი დაკავებული

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ოჯახთან ერთად აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით, დაზარალებულმა  FACEBOOK-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია  ვინმე "ნინოს" საკონტაქტო ნომერი, რომელსაც თითქოსდა მექსიკის გავლით, აშშ-ს სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეები გადაჰყავდა:   
"საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის - „FACEBOOK“-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს“ საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა.
დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ, სანაცვლოდ კი წინასწარ, ესპანეთში გახსნილ საბანკო ანგარიშზე 1 500 ევროს გადარიცხვა, ხოლო ბილეთების თანხის - 52 940 ლარის - უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვა ან საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავისთვის გადაცემა მოითხოვეს.
2022 წლის 6 აპრილს, დაზარალებულმა 1500 ევრო გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა - 52 940 ლარის ოდენობით, საკუთარ სახლში გადასცა გამოგონილი სახელით და გვარით გაცნობილ ზემოაღნიშნულ ბრალდებულს, რომელმაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოჯახთან ერთად უპრობლემოდ შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას, ვინაიდან ე.წ. დედა-შვილის მეშვეობით, თითქოსდა არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ამერიკაში.
ამდენად, ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 58 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით,- წერია უწყების განცხადებაში
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ