08/10/22888 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ელენე ხოშტარია - პრორუსული ხელისუფლება არაფერს გააკეთებს რუსული გავლენის შესაზღუდად - 10 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი აგენტი რომ არ გყავს გამოვლენილი, ამ ნაკადში რატომ გამოავლენ?!

პრორუსული ხელისუფლება არაფერს გააკეთებს რუსული გავლენის შესაზღუდად,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ელენე ხოშტარია „დროას“ წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე - „რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში“.
ელენე ხოშტარიას თქმით, უნდა მოხდეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების ფილტრაცია და მათ უნდა შეეზღუდოთ კერძო ქონებისა და ბიზნესის დარეგისტრირება საქართველოში.
„ამ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მეორე მხრივ, საზოგადოებაში არის ბუნებრივი დაბნეულობა და კითხვის ნიშნები თუ რა მიმართულებით მივდივართ, მთავარი მგონია, რომ კონკრეტულ თემებზე გვქონდეს უშუალო შეხვედრები, დისკუსიები ხალხთან. ამას გავაკეთებთ ყოველ შაბათს და სხვადასხვა თემა იქნება. დღეს ჩვენ ვიწყებთ აქტუალური თემით, ეს არის რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადით შემოდინება. „დროას“ ჰქონდა არაერთი ინიციატივა, რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, „ქართული ოცნება“ ამას არ გააკეთებს. ეს არის ფილტრაცია იმ ადამიანების, რომლებიც შემოდიან, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხეები ამ ხალხიდან გამომდინარე და აგენტურის შემოდინება, ეს არის ასევე მათი აქ ყოფნის შეზღუდვა, როგორც ბინადრობის თვალსაზრისით, ისე კერძო საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით, რომ ეს არ გახდეს სანქციების თავიდან არიდების სივრცე და ასევე, ჩევნთვის შემდგომი პრობლემა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ ინიციატივა და იქნება ეს კერძო ბიზნესებში, კაფეებში, სახლებში ვაჩვენოთ, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება არის სოლიდარული უკრაინის და ხედავს იმ საფრთხეებს, რაც მოდის რუსეთის მხრიდან“,- განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მიდის დისკუსია ვინ უნდა გაუხსნას და ვინ უნდა ჩაუკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, როგორც ოკუპაციის მსხვერპლი ქვეყანა, სპეციფიური შემთხვევაა.
„მსოფლიოში მიდის დისკუსია ამ ნაკადს როგორ დახვდეს. არიან ქვეყნები, რომლებიც კეტავენ საზღვარს, არიან ქვეყნები, რომლებიც უხსნიან საზღვარს. საქართველო არის ოკუპირებული, ჩვენ საფრთხეები გვაქვს გაასმაგებული. მეორე, სუსტი ინსტიტუტებითა და თავდაცვისუნარიანობით, შესაბამისად, საფრთხეები არის აქაც გაასმაგებული, მესამე, ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყანა და ნაკადი არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე არამეზობელ ქვეყნებში და ამასთანავე, ჩვენ ვსაუბრობთ ფილტრაციაზე. როდესაც ხარ ნორმალური მთავრობა, იკეტება საზღვარი და ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად რეჟიმს გამოურბიან და რეჟიმისგან დევნილები არიან მათ უხსნი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დისკომფორტს გამოურბიან, მათი ადგილი ოკუპირებული საქართველო ნამდვილად არ არის. ამიტომ, ჩვენი მამოძრავრბელი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები. პრორუსული ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს რუსული გავლენის შესაზღუდად. 10 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი აგენტი რომ არ გყავს გამოვლენილი, ამ ნაკადში რატომ გამოავლენ, რატომ იქნები ორიენტირებული, რომ რამე გააკეთო?! მარტო ეს ერთი ფაქტია საკმარისი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას არ ენდობოდე“,-განაცხადა ხოშტარიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York