07/10/22796 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი სააკაშვილი - მინდა ვუთხრა ხელისუფლებას: არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს ასეთ მდგომარეობაში ვხედავდეთ, რადგან პრეზიდენტი ქვეყნის სახეა

მიშას მდგომარეობა საგანგაშოზე უფრო მეტიც არის. ყოველ დღე 200-300 გრამს იკლებს. ერთადერთი გამოსავალი არის მისი საზღვარგარეთ მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ვერ იღებს.
„არაფრის იმედის მომცემის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენ ამ მდგომარეობას ვუძლებთ ერთი წლის განმავლობაში და დღითი დღე უარესდება მიშას მდგომარეობა. ბოლოს ვინახულე რამდენიმე დღის წინ. ყოველდღიურ და ყოველსაათობრივ ინფორმაციას ვფლობ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ნამდვილად არ შეინიშნება უკეთესობა. ზოგს ჰგონია, რომ შიმშილობს, არა, უბრალოდ ვერ იღებს საკვებს, რაც ძალიან დამაზიანებელია მისი ორგანიზმისთვის. მედიკამენტებსაც, მე როგორც ვიცი, ვერ იღებს.
ყველა იცნობს როგორც ენერგიულ ადამიანს, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა საქართველოს კეთილდღეობისთვის და ახლა ძალიან მტკივნეულია, როცა ხედავ, რომ 30 კილოზე მეტი აქვს დაკლებული დაკავების დღიდან, დღეისთვის არის 86 კილო-ნახევარი, რაც კატასტროფის ტოლფასია“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ყოველთვის ქვეყნის სახეა და არ შეიძლება მას „ვივამედის კლინიკაში“ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდეთ.
„მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მართლა არ შეიძლება ასეთი ფორმით მოქცევა, ვხედავდეთ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლის მქონეს, „ვივამედის“ კლინიკაში, ასეთ მდგომარეობაში მყოფს. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის წარმოადგენს ქვეყნის სახეს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გმირობის სიმბოლოა, რადგან ის ქვეყანაში საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იმყოფება.
„ჩემს ძმას ვეტყოდი, რომ ცხოვრება მართლაც გრძელდება, მადლობა ასეთი გამძლეობისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არის გმირობის სიმბოლო, ასე გადაწყვიტა, ჩამოვიდა საქართველოში და ყველანაირად ქართველ ხალხს დაუდგა გვერდზე, იცოდა მშვენივრად, რაც მოელოდა და დღეისათვის თავის ჯანმრთელობის ფასად იმყოფება საქართველოში. ერთადერთი ხსნა ამ ეტაპზე არის საზღვარგარეთ მკურნალობა. მოვუწოდებ ყველას, უნდა გავერთიანდეთ, მიშა სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა გადავარჩინოთ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ