საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი როგორც კი მოხდება პრიორიტეტების შესრულება - მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი
სახალხო დამცველის განცხადებით, 29 სექტემბერს ომბუდსმენმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელისგან ფრედერიკ ბერნარდისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც საუბარია ევროპული საბჭოს მზადყოფნაზე - მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები.
აპრატის ცნობით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭომ ნათლად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.
წერილში ფრედერიკ ბერნარდი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატის როლსა და მნიშვნელობას ქვეყანაში კანონის უზენასობის რეფორმების განხორციელების საქმეში და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.