განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" - ზელენსკი სტოლტენბერგს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეფონზე ისაუბრეს. ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებს.
"მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ტელეფონით ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივანს. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა იენს სტოლტენბერგმაც:
"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დაწყებული ომი. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - დაწერა სტოლტენბერგმა.