04/10/22464 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა - სუბარი

"ნებისმიერ ჩვენს განცხადებაზე, რომელსაც ვამბობთ და ვავრცელებთ, ჩვენგან პასუხად გვესმის არა დასაბუთებული კრიტიკა, რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან, ან რომელ პუნქტში არ ვამბობთ სიმართლეს, არამედ ძალიან ზოგადი განცხადებები ანტიდასავლურობაზე და ა.შ. რატომ ვერ გვედავებიან კონკრეტულ პუნქტებში, იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ პუნქტებში არის ჩადებული აბსოლუტური სიმართლე და ეს იცის ყველამ ძალიან კარგად. ამიტომაც არის, რომ როდესაც ვსვამთ კითხვებს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიღებთ პასუხებს და ბოლოს როცა იძულებული ხდებიან, ვიღებთ პასუხებს, ოღონდ არა დასაბუთებულს და დამაჯერებელს.
ანტიდასავლურობა არის საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი სიმართლე, იმიტომ, რომ როცა საზოგადოებამ იცის სიმართლე, ვერავინ აიძულებს, გადადგას არასწორი ნაბიჯი, არამედ ჩვენი ამოცანაა, საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილებები თვითონ, ხალხის ნებით და ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებებმა. ის, რისთვისაც ვიბრძოდით, როცა ვიდექით ქუჩაში 1980-იანი წლების ბოლოს, როცა ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს იყო, რომ საქართველო ყოფილიყო სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა ის, რომ ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ნაცვლად, სხვამ გვიკარნახოს, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ."
ამბობს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი, სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი "ხალხის ძალა" დღეს კიდევ გაფართოვდა

პოლიტიკა

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA