04/10/22216 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეფის, ივანიშვილის დავალება იყო მუხთარლის გადაგდება საზღვარზე - გოგაშვილი საქმეში მონაწილე პირებს ასახელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს იხსენებს. ის ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ოთარ კუპრაშვილს, "შეფის" ბიძინა ივანიშვილის დავალებით უთხრა, რომ მუხთარლი  აზერბაიჯანის საზღვარზე უნდა გადაეგდოთ.
გოგაშვილი წერს, რომ კუპრაშვილს ობიექტი უნდა ჩაესვა მანქანაში, მაშინ როდესაც ის მარნეულში გაემგზავრებოდა, თუმცა მან ის ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ გატაცებაში მონაწილეობდნენ - გიორგი ტრაპაიძე, ზვიად ბალარჯიშვილი, ერქომაიშვილი და უკვე გარდაცვლილი კახა თოფურია.
მისი თქმით, ამ პირებს დეტალურად დაახაზინეს მოძრაობის მარშრუტი, რომ კამერების ჩანაწერები წაეშალათ, ასევე, გააუქმეს კორპორატიული ნომრები. 
გოგაშვილი ამბობს, რომ ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარმოვადგენს ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებას.
"2017 წლის 25 მაისს, ჩემთან მოდულში სამუშაო კაბინეტში შემოვიდა ოთარ კუპრაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ გომელაურმა მისცა დავალება, რომელსაც პირადად მეტყოდა უფროსი. რამდენიმე დღე სამსახურში ვერ მოვიდოდა და თან დასჭირდებოდა რამდენიმე თანამშრომელი. მე მას ვუთხარი, რომ გასაგები იყო და მეტი კითხვა არ დამისვამს. ოთარ კუპრაშვილი იყო ღარიბაშვილის დანიშნული კადრი, მას ენდობოდა გომელაური, ისინი ერთად ფლობდნენ რესტორანს მცხეთაში. რამდენიმე დღის შემდეგ, 29 მაისს, შიდა ტელეფონით დამირეკა გომელაურმა და თავის კაბინეტში დამიბარა. როდესაც შევედი და შევხედე, სახე ჰქონდა წაშლილი და იყო ძალიან განერვიულებული, აგინებდა კუპრაშვილს. როცა ვკითხე რა მოხდათქო, მითხრა:
შეფის (ბიძინა ივანიშვილი) დავალება იყო მუხთარლის გადაგდება აზერბაიჯანის საზღვარზე, ეს დავავალე ამ სირ კუპრაშვილს, რომელსაც ობიექტი უნდა ჩაესვა მანქანაში, მაშინ როდესაც ის მარნეულში გაემგზავრებოდა. ამ სირმა ადგა და ქალაქის ცენტრიდან გაიტაცა. მე მაგის დანახვა არ მინდა, შეიძლება შემომაკვდეს, დაუძახე შენ და სასწრაფოდ ზუსტი გადაადგილების მარშრუტი შეადგინონ, რა გზითაც იმოძრავეს ლაგოდეხის საზღვრამდე და ეს ყველაფერი დეტალურად აუხსნან ოტოს ბიჭებს. სანამ ქვეყანა შეიყრება, სასწრაფოდ კამერები უნდა წავაშლევინო.
მე გამოვედი ჩემს კაბინეტში და დავუძახე კუპრაშვილს. რამდენიმე წუთში ის შემოვიდა ჩემს ოთახში, აშკარად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. დავსვი, ცოტა დამშვიდების საშუალება მივეცი და ვკითხე, რა მოხდათქო. თან გადავეცი გომელაურის დავალება. მან მოყვა შემდეგი დავალება:
⁃ ხომ გითხრათ უფროსმა, წავიყვანე რამდენიმე ბიჭი, კახა თოფურია (გარდაიცვალა), რომელიც იყო კუპრაშვილის მოადგილე, გიორგი ტრაპაიძე (მთ. სამმართველოს უფროსი, რომელიც შემდეგ დააწინაურეს და ახლა არის კონტრდაზვერვის უფროსი), ზვიად ბალარჯიშვილი ( ამჟამად გ.ტრაპაიძის მოადგილე) ოფიცერი ერქომაიშვილი (ორის გვარი აღარ მახსოვს). მუხთარლი ქალაქიდან არ გასულა ამ დღეების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ უნდა ჩამესვა, კარგი მომენტი ჩამივარდა და ქალაქში მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით და წავიყვანეთ ლაგოდეხის მიმართულებით. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში და მან მითხრა, როდესაც საზღვართან მივიყვანდით, იქ დამხვდებოდა მინივენი, სადაც დამხვდებოდა ხალხი და მათთვის უნდა გადამეცა მუხთარლი. პირდაპირ გამშვებ პუნქტზე. ჩემს ტოიოტას ჯიპში (LC 200) და ვიჯექით მე და თოფურია, რომელიც მეუბნებოდა, რომ ამას აქ ნუ გააკეთებთო, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ იქვე სჯობდა გაკეთება და მე-2 მანქანაში ( ცისფერი ფერის ,,ჰიუნდაი’’ სედანი) ისხდნენ ოთხნი, კონტრდაზვერვის ბიჭები, რომლებიც მყავდნენ წაყვანილი. კუპრაშვილმა მითხრა ასევე, რომ თუ ამაზე ამბავი ატყდება, ხომ არ დამიჭერენო, მე ვუთხარი, რომ ვახო მაგარი გაბრაზებული იყო ზუსტად რომ არ შეგისრულებია მისი დავალება და ქალაქიდან წაგიყვანია, ამიტომ ახლა სჯობდა შეესრულებინა გომელაურის დავალება, წასულიყო ოტოსთან და ყველაფერი დეტალებში აეხსნა გადაადგილებისა და მარშრუტის ჩათვლით. მოგვიანებით ოტოში ჩასვლამდე კუპრაშვილი კიდევ შემოვიდა ჩემთან იმ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც გაიტაცეს მუხთარლი. გიორგი ტრაპაიძე, ზვიად ბალარჯიშვილი, ერქომაიშვილი(სახელი არ მახსოვს) და აწ გარდაცვლილი კახა თოფურია. ასევე იყო ორი ოპერ-მუშაკი, მათგან ერთი ოტოშნიკი, რომელიც უსმენდა მუხთარლის. მათი გვარები არ მახსოვს. მე მათ ვუთხარი, რომ უფროსი ყველანაირად გვერდში დაუდგებოდა და გადავეცი გომელაურის სიტყვები, რომ დეტალურად უნდა დაეხაზათ მოძრაობის მარშუტი და გადაეცათ ოტოს ბიჭებისთვის, რომლებიც კამერებს წაშლიდნენ. ასევე მოხდებოდა მათი (გატაცებაში მონაწილეების) კორპორატიული ნომრების გაუქმება, რადგან ანძებზე არ დაფიქსირებულიყო და მათ გადაეცემოდათ ახალი ნომრები. შემდეგ, როგორც საზოგადოებამ იცის, მუხთარლის გატაცების არანაირი კვალი არ დარჩენილა. მე ბუნებრივია ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარმოვადგენ ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებას.
ალბათ საზოგადოებას აინტერესებს მოტივი, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს, რომელბსაც ბიზნესები აქვთ აზერბაიჯანში, იქაურ მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად, ამ პირებისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მუხთარლი იმყოფება საქართველოში და იქიდან აკრიტიკებსა და ლანძღავს აზერბაიჯანის მთავრობას. თუ ქართული მხარე მუხთარლის საქართველოდან გამოაძევებდა, აზერბაიჯანში ეს ფაქტი დადებითად აისახებოდა მათ ბიზნეს ურთიერთობებზე. ბუნებრივია, მათ ეს ინფორმაცია მიიტანეს ივანიშვილთან ხოლო მან თავის მხრივ ამ საკითხის გადაჭრა დაავალა მის ერთგულ მცველს, გომელაურს, რომელმაც თავის მხრივ ამ ფორმით გადაჭრა ეს პრობლემა.
ეს არის სრული სიმართლე, რისიც ძალიან ეშინოდა რუსულ ოცნებას, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა უკანონობისა და მუქარებისა ჩემი ოჯახის მისამართით. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მოამბე - 4 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 4 დეკ
    • პირველები - 4 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 6-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      6 საათზე, 4 დეკ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      5 საათზე, 4 დეკ
    • პირველები 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • კვირის ფორმულა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • პოლიტიკური კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • P.S. - 4 დეკემბერი, 2022. ომი უკრაინაში
      4 დეკემბერი
    • Post Factum - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • იმედის კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დროება - 4 დეკემბერი, 2022. დროების ექსკლუზივი - სააკაშვილის ხმა „ვივამედიდან“
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • მე- 17 სართული - 4 დეკემბერი, 2022. ეს ქვეყანა შენია”- შენ გაიზიარე პასუხისმგებლობა
      4 დეკემბერი
    • შუადღე live - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • ჩვენი ოჯახი - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA