21/04/201 557 ნახვა წყარო: 1tv.geფოტო: 1tv.ge

საფრანგეთმა შენგენის ზონის მიღმა ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა

საფრანგეთმა შენგენის ზონის მიღმა ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შენგენის ზონის გარეთ საერთაშორისო ფრენები აღარ განხორციელდება“, – განაცხადა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა ერთ-ერთ ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუს დროს.
საფრანგეთში შენგენის ზონის მიღმა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 156 493 ადამიანი. ვირუსს 20 229 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 38 037 კი გამოჯანმრთელდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA